Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა კომენტარს აკეთებს პეტრო პოროშენკო სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
ambebi.ge
08 December 2017, 16:24
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არ იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლიტველ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თუ ჩვენ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან არის კონკრეტული დანაშაული, რომელიც განხორციელებული იყო და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. ეს ის არის, რაც ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ უნდა ვუზრუნველყოთ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მან აღნიშნა, რომ თითოეულმა უნდა აგოს პასუხი კანონის დარღვევაზე.

"თუ ვინმეს ბრალს უყენებენ, ის დაკავებას თავს დაღწევს, კანონს არღვევს, ამას პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს. კანონის დარღვევა არ შეიძლება", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმეზე გამომძიებლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების მასალების ექსპერტიზის ჩასატარებლად.

თავის მხრივ, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის შიდა საკითხია, რომელშიც ლიტვა არ ერევა და კომენტარს არ აკეთებს. /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' });
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი